ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებს ვლადიკავკაზში ესროლეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრების წევრები სტეპანაკერტში გამართული არაღიარებული სახელმწიფოების ჩემპიონატიდან ცხინვალში არასრული შემადგენლობით დაბრუნდნენ.

როგორც ოსური მედია იტყობინება, ვლადიკავკაზში ფეხბურთელებს ცეცხლი გაუხსნეს.

არსებული მონაცემებით, ვლადიკავკაზში ე.წ. სამხრეთ ოსეთის გუნდის ფეხბურთელების ნაწილსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის ჩხუბი მოხდა.

კონფლიქტის მიზეზი ჩხუბის მონაწილეების მიერ ფეხბურთის მატჩზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის გუნდის წინააღმდეგ დადებული ფსონი გახდა. კონფლიქტის დროს ახალგაზრდა მამაკაცებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. სამართლდამცველებმა ჩხუბში მონაწილეები დააკავეს. მათ შორის არიან საფეხბურთო ნაკრების წევრები.

წყარო: 1tv.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისეთი პალო გაუკეთა რუსეთმა ოსებს კაი ხანი ვერ გამოიძრობენ. ხოცონ ერთმანეთი!
გიორგი
16:20 14-06-2019
4

სიახლეები პოპულარული