27 წლის ივანა კნოლი ხორვატიის ნაკრების მთავარი გულშემატკივარია.
გოგონამ ხორვატიის ნაკრების მიმართ სიყვარული საცურაო კოსტიუმებით გამოხატა.
ლამაზმანი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თავის გუნდს ტრიბუნებიდან ქომაგობდა.
მსოფლიოს პირველობის შემდეგ, სადაც ხორვატია ფინალში დამარცხდა, კნოლმა, ნაკრებისგან განსხვავებით, წარმატებას მიაღწია.
ამჟამად "ინსტაგრამზე" 108 ათასი გამომწერი ჰყავს.
ივანამ საცურაო კოსტიუმების საკუთარი კოლექცია შექმნა, სახელად CROkini. განსხვავება კი ის არის, რომ საცურაო კოსტიუმის კონცეპტში ხორვატიის დროშის ფერებია გამოყენებული.
კოლექციის წარდგენისას მოდელიც თავად კნოლი გახლდათ.