ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაპატიმრებას საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ექიმი გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქგვერდი" თავისუფლება ვაჟა ექიმს • Freedom for Doctor Vaja ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.
"ბარსელონა. 15 ნოემბერი, 2019 წელი.
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა.
მათ, ვისაც ეს საკითხი ეხება:
ქვემოთ ხსენებულს ჩვენ ვწერთ ჩვენი მეგობრისა და კოლეგის, ექ
ჩვენ მას ვიცნობთ იმ დროიდან, როდესაც ის ბარსელონაში ერთწლიანი პროგრამით იმყოფებოდა. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც კეთილ, გულისხმიერ, პატიოსან ექიმს, რომლის სურვილიც, დაეხმაროს ადამიანებს, არის იმხელა, რომ ის ჩვენს სიმპათიასა და პატივისცემას იმსახურებს.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში არ იმყოფებოდა პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით. მისი ერთადერთი მიზანი პაციენტის მონახულება იყო.
შესაბამის ორგანოებს საკითხის სამართლიანად განსჯასა და ჩვენი კოლეგის რაც შეიძლება მალე გათავისუფლებას ვთხოვთ იმისთვის, რომ მისი, მისი ოჯახისა და მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.
თუ არსებობს რაიმე, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესის მშვიდობიანად დასასრულებად გავაკეთოთ, გთხოვთ, გვაცნობოთ.
გვსურს დაგარწმუნოთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც ჩვენ მას ვიცნობთ, ის ყოველთვის იყო საკუთარი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ თავდადებული." - წერია დოკუმენტში.
აღნიშნულ წერილს ხელს საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ექიმი რამონ კუგატი აწერს.
წყარო: Barcamani.ge