სექსი ოლიმპიურ სოფელში - ყველა ლამაზია და ყველას ცოტა აცვია

AutoSharing Option
ბოლო წლებში, ყოველი ოლიმპიადის წინ, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციად რჩება პრეზერვატივების რაოდენობა, რომელიც ორგანიზატორებმა სპორტსმენებისთვის შეისყიდეს. მათი დარიგება ოლიმპიურ სოფელში 1988 წელს, სეულის თამაშებზე დაიწყეს. ჰყვებიან, რომ მალე გამოყენებულ პრეზერვატივებს შენობების სახურავებზეც პოულობდნენ, რადგან ბევრმა ქვეყანამ საკუთარ წარმომადგენლებს სთხოვა - უფრო მოკრძალებულად მოქცეულიყვნენ.

"ნანახი მაქვს, ხალხი როგორ იყო დაკავებული სექსით ყველას თვალწინ, - იხსენებს ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებას აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეკარე ჰოუპ სოლო. - სპორტსმენებს ხომ უყვართ უკიდურესობები. თუ ვარჯიშობ, ამას მაქსიმალური კონცენტრაციით აკეთებ. თუ სვამ, ერთბაშად 20 ჭიქა უნდა
მიიღო. როცა ცხოვრებაში რაღაც ერთხელ ხდება, გინდა, მაგარი და მძაფრი მოგონებები დაგრჩეს - ტურნირზე, საღამოებზე, სექსზე".

საინტერესო მოგონებები დარჩა კერი შეინბერგს - სამთო მოთხილამურეს, რომელიც 1994 წლის ოლიმპიადაზე გამოდიოდა. ის ჰყვება, რომ გერმანელი ბობსლეისტები საკუთარ მედლებს სთავაზობდნენ სექსის სანაცვლოდ: "მათ მკაფიოდ მიმანიშნეს, რომ მზად იყვნენ, მედლები სხვადასხვა მომსახურებაში გაეცვალათ".

1992 წელს, ბარსელონას ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებოდა მეტიუ საიდი, რომელიც, მოგვიანებით, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი სპორტული ჟურნალისტი გახდა. 2008 წელს საიდმა "თაიმსისთვის" დაწერა სტატია იმის შესახებ, რომ თამაშებზე ორკვირა-ნახევარში უფრო მეტი სექსი ჰქონდა, ვიდრე იქამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში:

"ათასობით სპორტსმენი ქალი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან: კარგ ფორმაში, სექსუალურად მომწიფებულნი... სასადილოში თითოეული სტუმრობა ნიშნავდა კუბელ მხტომელთან ან შვედ ბადმინტონისტთან გამოლაპარაკებას. სასაცილომდე ცხადი იყო ის, რაც ყველას ერთმანეთისგან უნდოდა.

სანამ ტურნირები მიდიოდა, დიდი გაჭირვებით ვიკავებდით თავს, მაგრამ, როგორც კი ბრძოლას ვეთიშებოდით, ერთმანეთს ვეცემოდით, როგორც ჭკუიდან გადასული მოფარიკავეები. შესაძლოა, იყო ბევრი ჰომოსექსუალური კავშირიც, მაგრამ ჰომოფობია სპორტში - სამწუხაროდ, ცნობილი ფაქტია. ასე რომ, ასეთი რამეები საიდუმლოდ კეთდებოდა".

ბრაზილიელი წყალბურთელის, ტონი აზევედოს თქმით, ყველაფერი ასე იმიტომ ხდება, რომ ბევრ სპორტსმენს ოლიმპიურ სოფელში პირველად უჩნდება თავისუფალი დრო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში:

"იფიქრეთ იმაზე, რა რთულია ვინმეს გაცნობა. ახლა იფიქრეთ ოლიმპიელებზე, რომლებიც ყოველდღე ვარჯიშობენ დილის ექვსი საათიდან საღამოს ხუთ საათამდე. როდის უნდა გაიცნონ ერთმანეთი? სოფელში დაძაბულობა ნელდება და...!"

ჰოუპ სოლოს მიაჩნია, რომ სოფელში ძალიან იოლია გაცნობა, რადგან ყოველთვის არის სალაპარაკო თემა: "ხანდახან, ბარში ვინმესთან გამოლაპარაკება უხერხულია, აქ კი ყველას აქვს რაღაც საერთო".

"უბრალოდ, ყველა ლამაზია და ყველას ცოტა აცვია", - ასე ხსნის ამერიკელი შუბის მტყორცნელი ბრო გრირი: "ყველგან გოგონები არიან პატარა ტრუსებითა და ლიფებით, ბიჭები კი საცვლებით. მაშინვე ამჩნევ - ვის რა და როგორი აქვს. ისეც ხდება, რომ სახე დიდი არაფერი, მაგრამ ტანი იდეალურია".

2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადის ორგანიზატორებს დაუმთავრდათ 70 ათასი პრეზერვატივის პარტია და მოუწიათ კიდევ 20 ათასის შეკვეთა.

ერთხელ ამერიკელი მსროლელი ჯოშ ლაკატოსი დასახლდა სართულზე, სადაც ბევრი თავისუფალი ნომერი იყო.

"პირველად ამის შესახებ ამერიკელმა მძლეოსნებმა გაიგეს. ერთხელ, დილით დავინახე, რომ ბიჭებთან ერთად ნომრებიდან გამოდიოდა რომელიღაც სკანდინავიური ქალთა გუნდი სრული შემადგენლობით, რომელმაც წინა დღეს გაირბინა 4X100 მეტრი ესტაფეტა. მალე მივხვდი, რომ ოლიმპიურ სოფელში ბორდელის მეპატრონე ვიყავი", - იხსენებს ლაკატოსი.

"სპორტსმენები - თავგადასავლების მაძიებლები არიან, - ამბობს ჰოუპ სოლო. - მათ ყოველთვის სჭირდებათ გამოწვევა. მაგალითად, შეხვედრა და დაწოლა ადამიანთან, რომელიც შენს ენაზე არ ლაპარაკობს".

"ვანკუვერის თამაშებზე ექვსმა სპორტსმენმა - გერმანელებმა, კანადელებმა და ავსტრიელებმა - ჯაკუზი-ფართი მოაწყო. შემდეგ ეს წვეულება ჯაკუზი-ორგიაში გადაიზარდა", - მოუყვა ESPN-ს მოთხილამურე, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

"შეიძლება ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ისინი ვეღარასოდეს შეხვდებიან ერთმანეთს, - ამბობს ამერიკელი ბირთვის მკვრელი ჯონ გოდინი. - ეს ვეგასივითაა. უბრალოდ, არ სვამენ ზედმეტ კითხვებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
თუ გახსოვთ რიოს ოლიმპიადაზე ჩვენმა ძიუდოისტმა აწონვაზე რო დააგვიანა დილით და მოხსნეს მე მგონი. მწვრთნელი იძახოდა ადრე დავაწვინე გამოძინებული რო ყოფილიყოვო მაგრამ ამდგარა, გაუსეირნია ბარში შესაბამისად ძალიან გვიან დაწოლილა და დააგვიანა.
კითხვა: რა საქმეზე გაისეირნა?
ლაშა
29 დეკემბერი 2019 00:11
3
ტრრრ
გიო
12 მარტი 2024 17:24
0
ნინო სალუქვაძეს მოაკოლეთ??? მაგას ოლიმპიადა არ გაუმაზია...
gio
28 დეკემბერი 2019 16:06
20
ნატალის: ჩათვალე ჩემი სახით ჰორმონალური შემოტევების დამაცხრომელი ერთი ტემპერამენტიანი მაჩო უკვე გამოგიჩნდა ვნებიანო ასულოვ.
Chezare Borgia
28 დეკემბერი 2019 15:33
3
რაღაცა ხო უნდა მოგეწონოთ ხალხო რა იყო :D ვისთანაც უნდათ იმათთან ჰქონდეთ სექსი რატომ არ გკიდიათ :D :D ტერიტორიებს ვკარგავთ მაგით , რელიგიას თუ ენას ვიღაც კანადელს და გერმანელს რომ სექსი აქვს :D ქართველთანაც ჰქონდეს რა იყო რა პრობლემაა მერე, არ გვაქვს დემოგრაფიული პრობლემები და გვაწყენს კარგი სპორტული ოჯახი თუ რა იყო? განიტვირთეთ ყველაფერზე ნუ დარდობთ, ამ საიტზე გასართობად შემოდით და არა ბოღმის ამოსაღებად
ვახტანგი
15 დეკემბერი 2017 20:49
4
ჭიკი-ს. აბსოლიტურად გეთანხმები და შენს გვერდით ვარ ამ წუთას და ამ მომენტში ჩემო ......ეს ისეთი თემაა, რაც "ღრმად შევტოპავთ", მით უკეთეს განწყობაზე დავდგებით.
natali
14 დეკემბერი 2017 15:38
8
არა მგონია ორგიებიტ და გაუკუღმარტებული სეკსიტ მშვენიერება მოიპოვოტ , ტუნდაც სეკსში. ასეტი მიდგომა ხომ ცხოველის დონეზე დასვლაა. ეხლა კი ტკვენი ნებაა გინდატ იყოტ ჰარმონიული ადამიანი ტუ აირჩვეტ იყოტ ცხოველი:-) ჰაჰაჰა იყავიტ ცხოველები, უპრო სწორად ძაღლები აკეტებენ ყველაზე მეტად ამას კუჩებში. :-0 :-)
რა მაგარია არა ცხოველად ყოპნა?:-) ვაი ტკვენს "გამზრდელ" დედებს და"ოჯახებს" რა ინტელეკტუალური , სეკსუალურები აღუზრდიხარტ??? ჩვენც გვესმის რაღაც , მაგრამ ასე ურცხვად, ასე წაბილწულად???
ani
01 ივნისი 2019 04:22
5
შემოგიერთდებით მეც ჩემი გრძელი ენით. აბა ლიანა უარს მეუბნება და...
ვარდის ფერი ხმაურის აქტივისტი
14 დეკემბერი 2017 16:20
8
........-Fuy sheni!!!!!!
barec
14 დეკემბერი 2017 15:35
2
სექსი საერთოდ უნდა აიკრძალოს, გარყვნილებაა.
Liana
14 დეკემბერი 2017 13:38
14
მაგას ვინ ამბობს, ლიანა , უკბილო ხუმრობის ავტორო, მაგრამ ყველაპერს ხომ ტავისი ადგილი უნდა ჰკონდეს. ? ცხოველების დონეზე რომ დავა ადამიანი, მერე ხდება სოდომ/გომორი...
ani
01 ივნისი 2019 04:25
3
სექსი გარყვნილებააო ?? სექსი რომ აკრძალულიყო მაგ კომენტარს ვერ გააკეთებდი დამიჯერე ;დდ ასეთი აზროვნება საიდან ? ;დდ
ზურა
14 დეკემბერი 2017 16:05
6
მოვითხოვთ კუნილინგუსის დეკრიმინალიზაციას!!!
ვარდის ფერი ხმაურის აქტივისტი
14 დეკემბერი 2017 13:20
4
ამიტომაც დაბორიალობდნენ ჩვენი მოჭიდავეების აბსოლუტური უმრავლესობა დაბოლილებივით, ალბათ გამოუძინებლები და მაგრად გამოსექსილები. შედეგიც შესაბამისი მოგვაქვს ხოლმე. მედლების 20 ნაღდი კანდიდატიდან 5-6 და ისიც უმეტესწილად "ბრინჯის" მედლები. ისე კეთილი შურით შეგშურდება კაცს. მარტო ამისთვის ღირს ოთხი წელი წვალება რომ ოლიმპიადაზე გაგრიალდე როგორც "ლენდ კრუიზერ" სექსტრონიკი.
.........
31 დეკემბერი 2016 02:01
10
იქ იმდენი მოცურავეა შენი ფეხებგამონგრეული და ბრტყლეთავა მოჭიდავეები ვის უნდა, ძიუდოისტები კიდე ჰო
jimi
22 იანვარი 2019 15:21
5
რა სისულელეა
ola
13 დეკემბერი 2017 19:42
2
სექსზე მაგარი არაფერი არ არებობს და რა გასავირია.
ჭიკი
30 დეკემბერი 2016 16:35
21

სიახლეები პოპულარული