ოლიმპიზმი: 2028 წლის ოლიმპიადა ლოს ანჯელესს ერგო

AutoSharing Option
2028 წლის ოლიმპიური თამაშები ლოს ანჯელესში გაიმართება, - ირწმუნება გაზეთი Los Angeles Times.

როგორც ირკვევა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უკვე მოელაპარაკა ქალაქის საორგანიზაციო კომიტეტს და მალე გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას. შესაბამისად, 2024 წლის თამაშები პარიზს ერგება.

ლოს ანჯელესი და პარიზი არიან ოფიციალური პრეტენდენტები 2024 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე, მაგრამ ამერიკული ქალაქი მზად არის თავისი კანდიდატურის მოსახსნელად. ასე რომ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე 13 სექტემბერს ფორმალური კენჭისყრა გაიმართება და გამოცხადდება, რომ 2024 წელს, ზაფხულის ოლიმპიადას უმასპინძლებს პარიზი, 2028 წელს - ლოს ანჯელესი.

მოგვიანებით, ლოს
ანჯელესის საქალაქო საბჭოს პრეს-მდივანმა კაოლინ მეიზამ დაადასტურა ინფორმაცია 2028 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებაზე. ამ შეთანხმებას ქალაქის მთავრობა კვირის ბოლოს განიხილავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული