10. ლუის ჰემილტონი - 46 მლნ VS სიმონა ჰალეპი - 6.2 მლნ
ყველაზე მდიდარი მამაკაცი და ქალი სპორტსმენების სიებში მეათე ადგილებს იკავებენ ფორმულა 1-ში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი და რუმინელი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი. რთული დასათვლელი არ9. ჯეიმს ჰარდენი - 47.3 მლნ VS ეჟენი ბუშარი - 7.1 მლნ
NBA-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი, ამერიკელი ჯეიმს ჰარდენი ყველაზე მდიდარი სპორტსმენების სიაში მეცხრე ადგილს იკავებს. ქალთა რეიტინგში ანალოგიური ნომერი აქვს კანადელ ჩოგბურთელს ეჟენი ბუშარს - გამომუშავებული თანხით ის ჯეიმსს 6.5-ჯერ ჩამორჩება.8. სტეფ კარი - 47.3 მლნ VS აგნიეშკა რადვანსკა - 7.3 მლნ
კიდევ ერთი ამერიკელი კალათბურთელი სტეფ კარი ასევე დაახლოებით 6.5-ჯერ აღემატება მიღებული თანხით პოლონელ ჩოგბურთელს აგნიეშკა რადვანსკას.7. რორი მაკილროი - 50 მლნ VS კაროლინ ვოზნიაცკი - 7.5 მლნ
სავარაუდოდ, დამთხვევაა, მაგრამ ყოველი საფეხურის შემდეგ, მამაკაცთა და ქალთა შემოსავალი იზრდება, მაგრამ დისტანცია თითქმის იგივე რჩება - 6.5-ჯერ მეტი. ასეთივე შემთხვევაა მეშვიდე ნომრებთან მიმართებაში - გოლფისტი რორი მაკილროი და ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი.6. ენდრიუ ლაკი - 50 მლნ VS გარბინ მუგურუსა - 7.7 მლნ
ესპანელმა ჩოგბურთელმა გარბინ მუგურუსამ ვოზნიაცკიზე 200 ათასით მეტი გამოიმუშავა და ოდნავ შეამცირა სხვაობა მეექვსე ადგილზე მყოფ ენდრიუ ლაკთან, რომელიც ამერიკულ ფეხბურთში გამოდის და იგივე შემოსავალი ჰქონდა, რაც მაკილროის.5. კევინ დურანტი - 60.6 მლნ VS ვინუს უილიამსი - 10.5 მლნ
ამერიკელი კალათბურთელის კევინ დურანტის შემოსავალი მისი თანამემამულის, ჩოგბურთელი ვინუს უილიამსის წლიურ შემოსავალს "მხოლოდ" ხუთჯერ აღემატება.4. როჯერ ფედერერი - 64 მლნ VS რონდა როუზი - 11 მლნ
შვეიცარიელი როჯერ ფედერერი - ერთადერთი ჩოგბურთელია მამაკაცთა ათეულში, ამერიკელი რონდა როუზი კი შერეული ორთაბრძოლების ერთადერთი წარმომადგენელი ქალებში. მათ შემოსავლებს შორის განსხვავება 5.8-ს უდრის.3. ლიონელ მესი - 80 მლნ VS დანიკა პატრიკი - 12.2 მლნ
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, არგენტინელი ლიონელ მესი მესამე ადგილზეა და ამერიკელ ავტომრბოლს დანიკა პატრიკს "ეპაექრება". თუმცა, სერიოზულ კონკურენციაზე ლაპარაკი არ არის: "ბარსელონას" ფეხბურთელმა 6.5-ჯერ მეტი გამოიმუშავა.2. ლებრონ ჯეიმსი - 86.2 მლნ VS ანჟელიკ კერბერი - 12.6 მლნ
კიდევ უფრო დიდია შემოსავლებში სხვაობა NBA-ის მთავარ ვარსკვლავს ლებრონ ჯეიმსსა და გერმანელ ჩოგბურთელს ანჟელიკ კერბერს შორის, რომელიც ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო. აქ კაცმა ქალს 6.8-ჯერ აჯობა.1. კრიშტიანო რონალდო - 93 მლნ VS სერენა უილიამსი - 27 მლნ
მამაკაც კონკურენტთან ყველაზე ახლოს ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მივიდა. დეკრეტში მყოფმა სპორტსმენმა 27 მილიონი დოლარი გამოიმუშავა - "მხოლოდ" 3.4-ჯერ ნაკლები, ვიდრე ყველაზე მდიდარმა მამაკაცთა სპორტსმენმა - ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"