სნუკერი. ჩინეთი 22 წლის ბელგიელმა დაიპყრო

AutoSharing Option
22 წლის ბელგიელი სნუკერისტი ლუკა ბრესელი ჩინეთის ღია პირველობის სენსაციური გამარჯვებული გახდა.

ფინალში მან 10:5 დაამარცხა ინგლისელი შონ მერფი. გადამწყვეტ შეხვედრაში, მოთამაშეებმა მხოლოდ ერთი ასიანი ბრეიკი შეასრულეს - მეოთხე ფრეიმში მერფიმ 107 ქულა აიღო.

ბრესელმა ჩემპიონობისთვის 150 ათასი ფუნტი სტერლინგი დაიმსახურა. ახალ რეიტინგში, რომელიც ტურნირის შემდეგ გამოქვეყნდა, ბელგიელი მე-15 ადგილამდე დაწინაურდა. ჩემპიონატის მსვლელობისას, ბრესელმა ჯიმი რობერტსონი, მარკო ფუ, მაიკ დანი, რონი ო'სალივანი და ლი ხანი დაამარცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული