კონორ მაკგრეგორს ჩხუბი 2 თვით აუკრძალეს

AutoSharing Option
ნევადის შტატის ათლეტურმა კომისიამ კონორ მაკგრეგორს ორთაბრძოლებში მონაწილეობა ორი თვით აუკრძალა - ირლანდიელი ჩხუბს 26 ოქტომბრამდე ვერ შეძლებს. გარდა ამისა, ექიმები ურჩევენ ირლანდიელს, თავი შეიკავოს მძიმე ფიზიკური დატვირთვებისგან მინიმუმ 11 ოქტომბრამდე.

ეს აკრძალვები უკავშირდება მაკგრეგორის ჯანმრთელობის მდგომარეობას ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის შემდეგ და სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს საბრძოლო ორთაბრძოლებში. მეივეზერს ასეთი აკრძალვა არ მიუღია, რადგან მან კარიერა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა 26 აგვისტოს გამართული ბრძოლა მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული