კიბერსპორტის ოლიმპიურ პროგრამაში მოხვედრა რეალურია

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა დაადასტურა, რომ კიბერსპორტი, შესაძლოა, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შეიტანონ. ამის შესახებ გერმანელმა ჩინოვნიკმა ჩინურ გამოცემა South China Morning Post-ს უამბო. ბახმა აგრეთვე განაცხადა, რომ კომიტეტი ყველაზე დიდ ინტერესს სპორტული სიმულატორების მიმართ იჩენს, ხოლო იმ თამაშებს, რომლებშიც ძალადობა და მკვლელობაა, ცალსახად არ შეიტანენ ოლიმპიურ პროგრამაში.

ამას წინათ, ბახმა მოლაპარაკებები გამართა ჩინურ ჰოლდინგ Alibaba Group-თან, რომელიც ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იქნება. სწორედ ამ ჰოლდინგში შედის Ali Esports-ი, რომელიც კიბერსპორტში 300 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას
აპირებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული