ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბილეთები ცუდად იყიდება

AutoSharing Option
2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი წლით ადრე, ორგანიზატორებმა ბილეთების საერთო რაოდენობის მხოლოდ 22.7 პროცენტის რეალიზაცია მოახერხეს, - ამტკიცებს Inside the Games-ი. აღნიშნავენ, რომ ეს აღნიშნული ვადისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

წყაროს ცნობით, კორეაში გაყიდულია არსებული ბილეთების 4.8 პროცენტი, არადა, ვარაუდობენ, რომ მასპინძელი ქვეყანა ბილეთების 70 პროცენტს შეიძენს. დანარჩენი წილი უკვე ნაყიდი აქვს კომპანია ATR-ს (ბილეთების ავტორიზებული გადამყიდველი).
საერთო ჯამში, ხელმისაწვდომია 1.18 მილიონი ბილეთი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პროგნოზებით, ოლიმპიადის სტარტამდე გაყიდული იქნება ამ რიცხვის 90 პროცენტი.

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში
ზამთრის ოლიმპიადა 9-15 თებერვალს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ ბილეთებიც ალბათ ჰოკეიზეა, სხვა აბა რომელ იდიოტურ სპორტს უნდა უყურო ზამთრის თამაშებიდან, ერთადერთი ჰოკეია ცოტა ნორმალური
llcl
17:47 01-09-2017
2

სიახლეები პოპულარული