ალკოჰოლი დოპინგად აღარ ჩაითვლება

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა სპორტში აკრძალული პრეპარატების განახლებული სია, რომლითაც 2018 წელს იხელმძღვანელებენ. ამ ჩამონათვალიდან ამოღებულია ალკოჰოლი, რომელიც ადრე აკრძალული იყო საშეჯიბრო პერიოდში სპორტის ოთხ სახეობაში: ავტოსპორტი, აერონავტიკა, წყალ-სამოტორო სპორტი და მშვილდოსნობა.

ამასთან, სიაში რჩება რუსი სპორტსმენებისთვის ავადსახსენებელი მელდონიუმი, რომელიც ამ სიაში 2016 წლის პირველი იანვრიდან მოხვდა. თითქმის ორი წლის განმავლობაში, მელდონიუმზე დაახლოებით 300 რუსი სპორტსმენი ჩავარდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული