საქართველოს დელეგაციის გამოსვლა ოლიმპიადის გახსნაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პიონჩანგში ზამთრის 2018 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაში ასევე მიიღო მონაწილეობა საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამაც. ჩვენი დელეგაციის მედროშე კი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იყო.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

საციგაო სპორტში გიო სოღოიანი გამოვა, ნინო წიკლაური მიიღებს მონაწილეობას გიგანტურ და სტანდარტულ სლალომში. მორის ყვითელაშვილი ფიგურულ ციგურაობაში მოკლე და თავისუფალი პროგრამით გამოვა. იასონ აბრამაშვილი გიგანტურ და სტანდარტულ სლალომში იასპარეზებს.

პირველი გიო სოღოიანი იასპარეზებს, რომელიც 11 თებერვალს გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპორტსმენი ოთხია კი დელეგაციის წევრი რამდენია? სულ მცირე 30 იქნება ოჯახის წევრები ოლიმპიური კომიტეტის და ნათესავები ....
gujaa
09 თებერვალი 2018 20:36
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული