აღსანიშნავია, რომ საქართველო ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებში პირველად არის წარმოდგენილი. ჩვენი ქვეყნის ღირსებას 2 სპორტსმენი, მოთხილამურეები თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი დაიცავენ. ხვალ, 9 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე, ოლიმპიურ სტადიონზე ზამთრის პარალიმპური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართება.
მომზადებულია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს Facebook-გვერდის მიხედვით