"ქართული ოცნების" დეპუტატი: პარლამენტარები შესაძლოა მესისა და რონალდოს შედარებაზე დავობდნენ

AutoSharing Option
პარლამენტში უმრავლესობის წევრებს, დავით მათიკაშვილსა და ირაკლი აბუსერიძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

ამ ფაქტს "ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"არავითარ ჩხუბსა და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. იყო რაღაც კამათი და სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, რის თაობაზე - შეიძლება სპორტზე, შეიძლება სხვა რამეზე, შეიძლება მესი ჯობია თუ რონალდუ - აი, ამ თემაზე. ხომ იცი, გულშემატკივრებმა ხმამაღლა იცინ ლაპარაკი და ამ დროს მიადგნენ ჟურნალისტები“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნუკრი ქანთარიამ.

უმრავლესობის დეპუტატებს შორის პარლამენტში გუშინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დავით
მათიკაშვილი და ირაკლი აბუსერიძე დაუპირისპირდნენ. მას შემდეგ, რაც ადგილზე ჟურნალისტები მივიდნენ, მათიკაშვილი მანდატურებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიყვანეს. დეპუტატები დაპირისპირებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მათიკაშვილი და აბუსერიძე მხოლოდ საუბრობდნენ.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას მგონი ხალხი იდიოტები ვგონივართ, ისეთი სისულელეთი იმართლებს თავს,
და თუ მართლა ამის გამო მოხდა კამათი კიდევ უარესი, პარლამენტში იმის ნაცვლად რომ ქვეყნის განვითარებაზე კამათობდნენ, სპორტზე კამათობთ? ვაი საქართველო ეს რა შარში ჩავვარდით
2
ესე იგი, ფეხბურთზე კამათი პარლამენტში დასაშვებია? ვაი შენს პატრონს და მერე ვაი ჩვენს პატრონს თქვენს შემხედვარე
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული