საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 23 სპორტსმენს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ რიოს ოლიმპიადის გამარჯვებულები - ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აღნიშნული მედლით უკვე დაჯილდოებულები არიან.
დაჯილდოების ცერემონიალი ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით ჯილდოვდებიან: ალექსანდრე ანპილოგოვი - ოლიმპიური ჩემპიონი ხელბურთში, გიორგი ასანიძე - ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ვახტანგ ბლაგიძე - ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში,
დავით გობეჯიშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ გოგოლაძე - ოლიმპიური ჩემპიონი სპორტულ ტანვარჯიშში, ზურაბ ზვიადაური - ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, ლევან თედიაშვილი - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ვაჟა კაჭარავა - ოლიმპიური ჩემპიონი ფრენბურთში, გელა კეტაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში, კახი კახიაშვილი - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, მანუჩარ კვირკველია - ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ქეთევან ლოსაბერიძე - ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში, რევაზ მინდორაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, რომან რურუა - ოლიმპიური ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნინო სალუქვაძე - ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში, ვიქტორ სანეევი - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში, რობერტ შავლაყაძე - ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში, ლაშა შავდათუაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, რაფაელ ჩიმიშკიანი - ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში, ირაკლი ცირეკიძე - ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, შოთა ხაბარელი - ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, დავით ხახალეიშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში.
მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით