მაგიდის ჩოგბურთის ვაჟთა ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. არაგვის საჯარო სკოლისა და ქ. აბაშის N 1 საჯარო სკოლის გუნდები. გამარჯვება სოფ. არაგვის საჯარო სკოლას ხვდა წილად (63:58).
რაც შეეხება გოგონათა ფინალს, აქ ერთმანეთს ქ. თბილისის N 161 საჯარო სკოლისა და რუსლან მელაძის სახ. ხულოს მუნიციპალიტეტის
სოფ. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა სოფ. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 63:14 დასრულდა.
ბადმინტონის ფინალში, როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში, ერთმანეთის წინააღმდეგ ქ. თბილისის N 98 და ქ. ქუთაისის N 21 საჯარო სკოლის გუნდები იბრძოდნენ.
ორივე შემთხვევაში გამარჯვება წილად ხვდა ქ. თბილისის N 98 საჯარო სკოლას.
ვაჟთა ფინალი ანგარიშით 63:53, ხოლო გოგონათა ფინალი - ანგარიშით 63:7 დასრულდა.
ფინალური თამაშები შედგა 3X3 კალათბურთში. ვაჟთა ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ქ. თბილისის N147 და აკ. ჩხენკელის სახ. ქ. ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდები. გამარჯვება ქ. ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად, ანგარიშით 8:5.
გოგონათა ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქ. თბილისის N100 და ქ. აბაშის N2 საჯარო სკოლის გუნდები. გაიმარჯვა ქ. თბილისის N100 საჯარო სკოლამ, ანგარიშით 9:7.
ხელბურთის ვაჟთა ფინალი შედგა ილ. ჭავჭავაძის სახელობის ქ. ყვარლის N1 და ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლების გუნდებს შორის. გამარჯვება ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ანგარიშით 14:12.
გოგონათა ფინალში ერთმანეთს ყვარლის N2 და ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 18:7 დასრულდა.
ფრენბურთის ვაჟთა ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. საბუისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდები იბრძოდნენ. გაიმარჯვა სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლამ, ანგარიშით 2:1.
ფინალური გარბენი შედგა გეზრბენში. ვაჟების გარბენში ერთმანეთს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლა და ქ. ქუთაისის გენერალ გ. კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი შეეჯიბრნენ. ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე ქ. ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გავიდა.
გოგონებს შორის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ტოლოშისა და ქ. ვანის N2 საჯარო სკოლის გუნდები. გოგონათა დაპირისპირება სოფ. ტოლოშის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მინი-ფეხბურთის ფინალი შედგა ქ. ახალციხის N5 და ნ. დუმბაძის სახ. ქ. ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებს შორის. დაპირისპირება ქ. ოზურგეთის სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშე ვაჟები და გოგონები:
ბადმინტონში
ქ. თბილისის N98 საჯარო სკოლა, ანა ტყებუჩავაქ. თბილისის N98 საჯარო სკოლა, პავლიკ პილტოიანი
კალათბურთში
ქ. თბილისის N100 საჯარო სკოლა, ეკა წივწივაძეაკაკი ჩხენკელის სახ. ქ. ხონის N2 საჯარო სკოლა, საბა ჯიშკარიანი
ხელბურთში
ნიკო ნიკოლაძის სახ. ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლა, ლანა გოგიანიკო ნიკოლაძის სახ. ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლა, დავით ფანცულია
მაგიდის ჩოგბურთში
რუსლან მელაძის სახ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა, თამარ რიჟვაძექ. აბაშის N1 საჯარო სკოლა, გიორგი ლიპარტია
ფრენბურთში
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. საბუის საჯარო სკოლა, ზურაბ ბოკერიაგეზრბენში
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ტოლოშის საჯარო სკოლა, ქეთი გვარამაძეახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლა, იბრაჰიმ ლანიშაშვილი
მინი-ფეხბურთში
ნოდარ დუმბაძის სახ. ქ. ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა, ნოდარ ლომინაძესაქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის საუკეთესო მოთამაშეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო 2002-03-04 წლებში დაბადებულმა 156 მოსწავლემ (გოგონებმა, ვაჟებმა) მთელი საქართველოდან.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული სკოლები ავტომატურად გახდნენ 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატები.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის დასკვნითი ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია.
საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.