შეჯიბრში საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობა აზერბაიჯანელმა და ბელორუსმა მხედრებმაც მიიღეს.
მინი-გრანპრის პირველი ადგილი საქართველოს ნაკრების წევრ შავლა გაჩეჩილაძეს ერგო, ხოლო მეორე ადგილი ასევე საქართველოს ნაკრების წევრმა თორნიკე პაპიაშვილმა დაიკავა. მესამეზე კი აზერბაიჯანელი სპონსორი რაჰიბ ისმაილოვი გავიდა.
მთავარი პრიზის გამარჯვებული აზერბაიჯანელი სეიდ მუსაევი გახდა, მეორე ადგილი ბელორუსმა სპორტსმენმა იგორ მოროცკიმ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე შალვა გაჩეჩილაძე გავიდა.