ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
"სამწლიანი მუშაობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მაუწყებელი.
უთანხმოების დეტალებზე საუბარი, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არაეთიკური საქციელი იქნება, ამიტომ ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ტოპ-მენეჯმენტთან პრაქტიკულად ვერცერთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე და უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა, გარდა იმისა, რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი სამსახურიდან. სხვანაირად, ჩემს თავმოყვარეობას გადავაბიჯებდი, რაც არც მიღირს და არც შემიძლია.
პირველ არხზე მუშაობის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე. ჩამოვაყალიბე სპორტული
სხვა რა გითხრათ, იყო ძალიან ბევრი სტრესი და ძალიან დიდი გამოცდილება. უამრავ კარგ და დადებით ემოციასთან ერთად იყო ბევრი უსიამოვნებაც. დავინახე და შევესწარი ადამიანის ბუნების ყველაზე ცუდ გამოვლინებებს, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო და როგორც კაცობრიობის წარმომადგენელს, აწი დიდ ტვირთადაც გამყვება მთელი ცხოვრება. მაგრამ, როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს! მთლიანობაში ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მხოლოდ 25 წლის ვიყავი, როდესაც ასეთი სერიოზული და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარე. მესმის, რომ ჩემს სფეროში ბევრისთვის საოცნებო სამსახურზე ვამბობ უარს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი სულისთვის და ყოფისთვის ცვლილებების დროა. თუ ერთი ადამიანი მაინც არის ისეთი, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ჩემგან სულ მცირედი ინსპირაცია მაინც მიიღო, მე უკვე ბედნიერი კაცი ვარ!" - წერს გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
"არ შეიძლება ტალახის სროლა, როდესაც საქმის ვითარებაში გარკვეული არ ხარ"