მეტოქეები ერთმანეთის წინაშე ბოლოჯერ წარსდგნენ, შეხვედრა კონფლიქტის გარეშე არ დასრულდა.
T-Mobile Arena-ზე აწონვის ოფიციალური აწონვის პროცედურა გაიმართა:
- კონორის წონა - 70.08 კგ.
- ხაბიბის წონა - 70.3 კგ.
პირველი სცენაზე მაკგრეგორი გამოვიდა, რომელსაც თან კანადელი რეპერი დრეიკი ახლდა და რომელსაც ირლანდიის დროშა ეჭირა. ხაბიბის გამოსვლის დროს მებრძოლები ერთმანეთის წინაშე დადგნენ და UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა უთხრა, რომ ერთმანეთს არ შეეხონ, თუმცა კონორმა ხაბიბს ხელში ჩაარტყა და შემდეგ ფეხითაც სურდა დარტყმა, მაგრამ ვერ მიწვდა. დაცვის წევრებმა მებრძოლები ერთმანეთთან არ მიუშვეს.
შემდეგ კი მოკლე ინტერვიუების ჯერიც დადგა კონორმა წამყვანს ჯო როგანს უთხრა ხაბიბის ფაფახი არ დაიხუორს: "არ მისცე ამ აყროლებულ ვირთხას თავისი ქუდი დაგახუროს. მას აყროლებული ***-ის სუნი აქვს. რა ამაგარია ისევ აქ დაბრუნება. UFC-ის ფანებო, დაბრუნება მაგარია! მეფე ისევ სახლშია!".
ხაბიბი ინტერვიუში ალაჰს და ირლანდიელ ფანებს მიმართავდა: "ყველაფერი, რაც მაქვს ღმერთისგანაა. ვიცი, რომ ღმერთს არ მოსწონს, რაც ხდება, დიდება ალაჰს. ხვალ თქვენს ბიჭს გავანადგურებ, უბრალოდ გავანადგურებ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ირლანდიელ ფანს და მთელი მსოფლიოს ფანებს. თქვენ ხართ მიზეზი, რის გამოც ეს ბრძოლა შესაძლებელი გახდა. მადლობა ყველას. მე ტიტულს დავიცავ!".
ბრძოლა ჩვენი დროით 7 ოქტომბერს დილით 06:00 საათზე გაიმართება.
ეს პატარა ვირთხა! - კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი პრესკონფერენციაზე შეხვდნენ [VIDEO]