ხაბიბმა პირველივე რაუნდში მოიპოვა უპირატესობა, ის აქტიურად იყენებდა ჭიდაობის ილეთებს, რასაც ირლანდიელი ვერაფერს უპირისპირებდა. თითქმის ყველა რაუნდში რუსს ირლანდიელი გამოჭერილი ჰყავდა და მის კონტროლს ახერხებდა. საბოლოოდ კი ყველაფერი მეოთხე რაუნდში გადაწყდა, როდესაც ხაბიბმა ეგრეთ წოდებული "მოგუდვა" დაუპირა, რის შემდეგაც ირლანდიელი დანებდა და ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა შეხვედრა.
ამით ხაბიბმა წაუგებელი სერია გააგრძელა და ის კვლავ მსუბუქი წონის ჩემპიონია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხაბიბი გულშემატკივრებში შეიჭრა და კონორის თანაგუნდელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ანალოგიურად ოქტაგონზე კონორსა და ხაბიბის გუნდელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება შედგა.
საბოლოოდ არეულობის თავიდან ასაცილებლად დაღესტანელ სპორტსმენს ქამარი ოქტაგონზე არ გადასცეს.
მოუთმენლად ველი რევანშს! - მაკგრეგორის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ
ხაბიბის პრესკონფერენცია - ბოდიში, მადლობა პუტინს და მიზეზი რამაც გააღიზიანა
UFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბს შეიძლება დეპორტი ჩაურტყან