ხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ ლას-ვეგასში, UFC-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, სადაც რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სძლია.

ხაბიბმა პირველივე რაუნდში მოიპოვა უპირატესობა, ის აქტიურად იყენებდა ჭიდაობის ილეთებს, რასაც ირლანდიელი ვერაფერს უპირისპირებდა. თითქმის ყველა რაუნდში რუსს ირლანდიელი გამოჭერილი ჰყავდა და მის კონტროლს ახერხებდა. საბოლოოდ კი ყველაფერი მეოთხე რაუნდში გადაწყდა, როდესაც ხაბიბმა ეგრეთ წოდებული "მოგუდვა" დაუპირა, რის შემდეგაც ირლანდიელი დანებდა და ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა შეხვედრა.

ამით ხაბიბმა წაუგებელი სერია გააგრძელა და ის კვლავ მსუბუქი წონის ჩემპიონია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ,
ხაბიბი გულშემატკივრებში შეიჭრა და კონორის თანაგუნდელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ანალოგიურად ოქტაგონზე კონორსა და ხაბიბის გუნდელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება შედგა.

საბოლოოდ არეულობის თავიდან ასაცილებლად დაღესტანელ სპორტსმენს ქამარი ოქტაგონზე არ გადასცეს.

altმოუთმენლად ველი რევანშს! - მაკგრეგორის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ

altხაბიბის პრესკონფერენცია - ბოდიში, მადლობა პუტინს და მიზეზი რამაც გააღიზიანა

altUFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბს შეიძლება დეპორტი ჩაურტყან

altრას ამბობდა გაცხარებული ხაბიბი როცა ქამარი არ მისცეს...

altხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს რა ღორული სპორტია, მაგას მხოლოდ დაღესტნელი თუ იჩხუბებს, მაგათთვისაა მოგონილი ალბათ.
sdfffff
07 ოქტომბერი 2018 10:55
36
საერთოდ როცა ესეთი ორთაბრძოლები იმართება თითქმის 80% მოჭიდავის სასარგებლოდ მთავრდება ხოლმე.
მიშა
08 ოქტომბერი 2018 07:10
0
სპორტის ამ სახეობის შესახებ, მით უმეტეს მსუბუქ წონაში ინფორმაცია ძალიან ცოტა ადამიანს ქონდა. მაკგრეგორმა თავის რეკლამებით და შოუებით მთელ მსოფლიოს გააცნო. ასე რომ, სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეებმა მას ძეგლი უნდა დაუდგან. მგონია, ეს ჩხუბიც შოუს ნაწილი იყო.
ლევანი
10 ოქტომბერი 2018 13:16
0
მდგარიყო წყნარად და დალოდებოდა დაჯილდოვების ცერემონიას. ეხლა კი კარიარა გაიფუჭა, მაგან და მისმა ძმაკაცებმა დამარცხებული მაგგრეგორს, რომ დაესივნენ სვავებივით. "აბაროტი" ხომ აიღეს რაც მთავარია. უყურებენ მომავალ ორთაბძოლებს ტელევიზორში, მშობლიურ მახაჩკალაში.
დათო
08 ოქტომბერი 2018 15:00
4

სიახლეები პოპულარული