ხაბიბმა კონორი მოგუდა, შემდეგ კი მის გუნდელებს დაერია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 7 ოქტომბერს აშშ-ს ქალაქ ლას-ვეგასში, UFC-ში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, სადაც რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სძლია.

ხაბიბმა პირველივე რაუნდში მოიპოვა უპირატესობა, ის აქტიურად იყენებდა ჭიდაობის ილეთებს, რასაც ირლანდიელი ვერაფერს უპირისპირებდა. თითქმის ყველა რაუნდში რუსს ირლანდიელი გამოჭერილი ჰყავდა და მის კონტროლს ახერხებდა. საბოლოოდ კი ყველაფერი მეოთხე რაუნდში გადაწყდა, როდესაც ხაბიბმა ეგრეთ წოდებული "მოგუდვა" დაუპირა, რის შემდეგაც ირლანდიელი დანებდა და ტექნიკური ნოკაუტით დაასრულა შეხვედრა.

ამით ხაბიბმა წაუგებელი სერია გააგრძელა და ის კვლავ მსუბუქი წონის ჩემპიონია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ,
ხაბიბი გულშემატკივრებში შეიჭრა და კონორის თანაგუნდელებს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ანალოგიურად ოქტაგონზე კონორსა და ხაბიბის გუნდელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება შედგა.

საბოლოოდ არეულობის თავიდან ასაცილებლად დაღესტანელ სპორტსმენს ქამარი ოქტაგონზე არ გადასცეს.

altმოუთმენლად ველი რევანშს! - მაკგრეგორის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ

altხაბიბის პრესკონფერენცია - ბოდიში, მადლობა პუტინს და მიზეზი რამაც გააღიზიანა

altUFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბს შეიძლება დეპორტი ჩაურტყან

altრას ამბობდა გაცხარებული ხაბიბი როცა ქამარი არ მისცეს...

altხაბიბი გამარჯვების შემდეგ კონორის გუნდელებს ეჩხუბა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
სპორტის ამ სახეობის შესახებ, მით უმეტეს მსუბუქ წონაში ინფორმაცია ძალიან ცოტა ადამიანს ქონდა. მაკგრეგორმა თავის რეკლამებით და შოუებით მთელ მსოფლიოს გააცნო. ასე რომ, სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეებმა მას ძეგლი უნდა დაუდგან. მგონია, ეს ჩხუბიც შოუს ნაწილი იყო.
ლევანი
13:16 10-10-2018
0
ძაღლების ჩხუბი კანონითაა აკრძალული და ესენი ადამიანებს აჯოჯგნინებენ ერთმანეთს,ეს სპორტი არაა.სპორტია სადაც ტალახაძე,თუშიშვილი,ბასილაშვილი ასპარეზობენ.ეს სახეობა ხელმოცარული სპორტსმენების სასოწარკვეთილი თვითგამოხატულებაა.
cheroeli
15:19 08-10-2018
2

სიახლეები პოპულარული