"არასდროს თქვა ცუდი ჩემს ძმაზე" - 50 cent-მა ხაბიბის კომენტარის შემდეგ პოსტი წაშალა

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა თავისი მენეჯერი ალი აბდელ-აზიზი 50 Cent-თან კონფლიქტში დაიცვა.

კერტის ჯეკსონმა ნურმაგომედოვს Bellator-ში ბრძოლისთვის 2 მილიონი დოლარი შესთავაზა. აბდელ-აზიზმა TMZ-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2 მლნ დოლარის სანაცვლოდ რეპერს შეუძლია ხაბიბს "კოკა-კოლის" ბოთლი გაუხსნას.

50 Cent-მა აბდელ-აზიზის ფოტო გამოაქვეყნა "ინსტაგრამზე" და დაწერა: "ეს დებილი იაფფასიან კოსტიუმში დიდ ფულზე ლაპარაკობს. ლოლ".

ხაბიბმა რეპერს კომენტარებში უპასუხა: "არასდროს თქვა ცუდი ჩემს ძმაზე". ამის შემდეგ 50 Cent-მა პოსტი წაშალა, თუმცა სქრინშოტი დარჩა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული