საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა გამართა. 10 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი აზერბაიჯანის 19-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდა.

მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ანგარიში პირველი ნახევრის მიწურულს აზერბაიჯანელებმა გაიხსნეს, მე-14 წუთზე გოლი ქანან ასადლიმ გაიტანა. სტუმრებმა 27-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, ქართველთა კარი ზუსტი დარტყმით ჯეიჰუნ ნურიევმა აიღო. ამ მომენტიდან ზუსტად 4 წუთში ნიკა ხარატიშვილმა ზუსტი შორეული დარტყმით სხვაობა შეამცირა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების არსებობის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა.
მატჩის დასრულებამდე კიდევ ორი გოლი გავიდა, 33-ე წუთზე აზერბაიჯანელთა კაპიტანმა იღბალ ფანაჰოვმა ანგარიში 3:1 გახადა, 39-ეზე კი, გიორგი ჩადუნელმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი, სტუმართა სასარგებლოდ 3:2, დააფიქსირა.

საქართველო 2:3 აზერბაიჯანი

თბილისი, "ოლიმპიური სასახლე"

საქართველო: დვალიშვილი, მოგელაძე, კოშაძე, ზუნტუროვი, ნადარეიშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ყენია, ბექაური, ეგრისაშვილი, ღავთაძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, კუხიანიძე, გაბისკირია, სვანიძე, ხარატიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ავთანადილ ასათიანი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული