ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში იასპარეზებს

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებების საკვალიფიკაციო ეტაპისა და მეინ რაუნდის წილისყრა გაიმართა.

ევროპის ათი ქვეყანა პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს, საუკეთესო შედეგის მქონდე სამი ნაკრები კი მეინ რაუნდში გადაინაცვლებს. ევროპის ჩემპიონატის შვიდი საგზურისთვის მეინ რაუნდში სულ 28 ნაკრები იბრძოლებს. საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები მეინ რაუნდში იასპარეზებს. ჩვენი გუნდი მეოთხე ჯგუფში ლატვიას, ბელგიას და ფინეთს დაუპირისპირდება. მატჩები 2023 წლის 21-26 მარტს ლატვიაში შედგება.

მეინ რაუნდის შვიდ საუკეთესო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ხორვატია შეუერთდება. ჩემპიონობისთვის სულ რვა გუნდი იბრძოლებს. ხორვატიაში მატჩები 2023
წლის 3-10 სექტემბერს შედგება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟურნალისტი რომ ,,მეინ რაუნდს'' დაწერს თუ გამოაქვეყნებს სირცხვილია. ქართულად ვიღამ უნდა იმეტყველოს ?
football fan
13:11 04-11-2022
0

სიახლეები პოპულარული