ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები 16 და 17 მარტს ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის მატჩებს გამართავს.

შოთა ჭანუყვაძის გუნდი მეხუთე ჯგუფში მოხვდა, სადაც სლოვაკეთის და რუმინეთის 19-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქე რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრები იყო, თუმცა ფიფას და უეფას მიერ რუსეთის საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის შემდეგ, ჯგუფში გუნდების რაოდენობა შემცირდა. მეხუთე ჯგუფის მატჩებს რუმინეთი უმასპინძლებს.

ესპანეთში 4-10 სექტემბერს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში 12 ფეხბურთელით გაემგზავრა.

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:
ბექა გოგსაძე („ილიაუნი“), ზაურ კოტრიკაძე („კროკობეთი“)

წინა ხაზი: ლაშა კურტანიძე („ილიაუნი“), ბექა ქურდაშვილი (თსუ 2), დავით დვალი (კსუ), ნოდარ ქურცაძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი გიორგაძე (თსუ 2), საბა ეგრისელაშვილი (თსუ 2), ალექსანდრე ორაგველიძე (კსუ), გაიოზ ლაგაზაშვილი („ილიაუნი 2“), ნიკოლოზ ბოლქვაძე („ილიაუნი 2“).

მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭანუყვაძე

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების განრიგი

16 მარტი | ტირგუ-მურეში | 20:30

საქართველო - რუმინეთი

17 მარტი | ტირგუ-მურეში | 20:30

სლოვაკეთი - საქართველო

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა დავინახავთ სად ვართ ბრაზილიელთა გარეშე,დ
რრრ
00:17 15-03-2022
0

სიახლეები პოპულარული