ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის პირველი ნახევარი 3:2 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ავთანდილ ასათიანის გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კარი შვიდჯერ აიღო.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობიდან ჰეთ-თრიკი გიორგი ზუნტუროვის ანგარიშზეა, დუბლი გიორგი ღავთაძემ შეასრულა, თითო გოლი კი ნიკა ხარატიშვილის, დათა მოგელაძის, ბექა ბექაურის, ლევან სვანიძისა და დაჩი ჩადუნელის ანგარიშზეა.
საქართველო 10:3 აზერბაიჯანი
თბილისი, "ოლიმპიური სასახლე"
საქართველო: დვალიშვილი, მოგელაძე, კოშაძე,
სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ყენია, ბექაური, ეგრისაშვილი, ღავთაძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, კუხიანიძე, გაბისკირია, სვანიძე, ხარატიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
გოლები: 0:1 ასადლი (3), 1:1 ხარატიშვილი (8), 2:1 მოგელაძე (15) 3:1 ღავთაძე (18), 3:2 ჰუსეინოვი (18), 4:2 ღავთაძე (23), 5:2 ბექაური (23), 6:2 სვანიძე (27), 6:3 რუსტამოვი (28), 7:3 დ. ჩადუნელი (29), 8:3 ზუნტუროვი (34), 9:3 ზუნტუროვი (39), 10:3 ზუნტუროვი (40)
შეგახსენებთ, ევრო 2019-ის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრებთან გამართულ პირველ შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2:3 დამარცხდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეინ-რაუნდის შეხვედრებს 26-31 მარტს თბილისში გამართავს.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებები იქნებიან.
საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს
U19. ფუტსალი: ევრო 2019-ის მეინ-რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით