U19. საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანი 10:3 გაანადგურა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით - 10:3 დაამარცხა და საერთაშორისო დონეზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩის პირველი ნახევარი 3:2 მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ავთანდილ ასათიანის გუნდმა სრული უპირატესობა მოიპოვა და მეტოქის კარი შვიდჯერ აიღო.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობიდან ჰეთ-თრიკი გიორგი ზუნტუროვის ანგარიშზეა, დუბლი გიორგი ღავთაძემ შეასრულა, თითო გოლი კი ნიკა ხარატიშვილის, დათა მოგელაძის, ბექა ბექაურის, ლევან სვანიძისა და დაჩი ჩადუნელის ანგარიშზეა.

საქართველო 10:3 აზერბაიჯანი

თბილისი, "ოლიმპიური სასახლე"

საქართველო: დვალიშვილი, მოგელაძე, კოშაძე,
ზუნტუროვი, ნადარეიშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: ცქიტიშვილი, ყენია, ბექაური, ეგრისაშვილი, ღავთაძე, გ. ჩადუნელი, დ. ჩადუნელი, კუხიანიძე, გაბისკირია, სვანიძე, ხარატიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

გოლები: 0:1 ასადლი (3), 1:1 ხარატიშვილი (8), 2:1 მოგელაძე (15) 3:1 ღავთაძე (18), 3:2 ჰუსეინოვი (18), 4:2 ღავთაძე (23), 5:2 ბექაური (23), 6:2 სვანიძე (27), 6:3 რუსტამოვი (28), 7:3 დ. ჩადუნელი (29), 8:3 ზუნტუროვი (34), 9:3 ზუნტუროვი (39), 10:3 ზუნტუროვი (40)

შეგახსენებთ, ევრო 2019-ის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრებთან გამართულ პირველ შეხვედრაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2:3 დამარცხდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეინ-რაუნდის შეხვედრებს 26-31 მარტს თბილისში გამართავს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ესპანეთის, თურქეთისა და უნგრეთის ნაკრებები იქნებიან.

altსაქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა

altსაქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს

altU19. ფუტსალი: ევრო 2019-ის მეინ-რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია


მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგრე რა თქვე კაი ხალხო, რა გულს გვიხეთქავთ. საკლუბოში რომ გვიგებენ დანარჩენ სხვა ნებისმიერ დონეზე უნდა დავანგრიოთ. ჯიგრები ხართ
0

სიახლეები პოპულარული