წელი ნამდვილად გამორჩეული იყო ქართული სპორტის ისტორიაში. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები შორეული ამერიკიდან შორეულ იაპონიამდე წარმატებებს აღწევდნენ, თუმცა სამწუხაროდ კვლავ ვერ გამოვარჩევთ, რომელიმე გუნდურ სახეობას.
რას ფიქრობთ ვინ იყო წლის საუკეთესო სპორტსმენი? გთავაზობთ გამოკითხვას და ნომინანტთა შესახებ ინფორმაციას. გამოკითხვაში მონაწილეობა სტატიის ბოლოს შეგიძლიათ.
ტოჩინოშინი - სუმო
იაპონიაში, სადაც ნახევარღმერთების ორთაბრძოლა იმართება, წლის განმავლობაში
მისთვის წარმატებული იყო შემდეგი ბაშოებიც, ჰარუ და ნაცუ ბაშოზე მან მოახერხა კაჩი-კოშის გაფორმება (დადებითი ბალანსი), რომლის შედეგადაც ოძეკი გახდა და სუმოს სამყაროში ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტიტულის მფლობელია და რაც მთავარია მას ძალიან ბევრი იაპონელი ქომაგი ჰყავს. ტოჩინოშინის დოჰიოზე გამოჩენას აპლოდისმენტებით ეგებებიან..
თუ ნახევარი წელი წარმატებული იყო, მეორე ნახევარი მთლად იდეალური არ გამოუვიდა, დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა რომ ქართველმა სეკიტორმა ნაგოია ბაშოზე ტრავმა მიიღო. აკი ბაშოზე უკვე ტიტულის დაცვა მოუწია და კიუშუ ბაშოზე ფავორიტად შერაცხულმა ტოჩინოშინმა, საჩემპიონო ბრძოლები ვერ აჩვენა. თუმცა საერთო ჯამში წელი ყველაზე მეტი მოგებით დაასრულა, ამავდროუად ოძეკობაც და იმპერატორის თასიც სერიოზულ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.
ისტორიული დღე! - ტოჩინოშინი იგივე ლევან გორგაძე იმპერატორის თასის მფლობელია! [VIDEO]
ლაშა ტალახაძე - ძალოსნობა
დიდებული ამბავია, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი სპორტსმენი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა და კიდევ დიდხანს ასე იქნება. სავარაუდოდ მისი რეკორდები ისტორიას დარჩება და ლაშა ტალახაძე მოსფლიო ძალოსნობის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
მისი 2018 წელი ევროპის ჩემპიონობით დაიწყო, როცა რუმინეთში ატაცში თავისივე რეკორდი 210 კილოგრამი გააუმჯობესა და აკვრაში 247 კილოგრამი ასწია, თავის უშუალო კონკურენტს აჯობა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
უფრო წარმატებული ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატი გამოდგა, როცა ქართველმა ფალავანმა ატაცის თამასა 217 კილომდე ასწია და კიდევ უფრო გააუმჯობესა თავისი რეკორდი, შემდეგი იყო აკვრა, სადაც 257-კილოგრამიანი შტნგა ზედმეტი სირთულის გარეშე მოათვინიერა და ჯამში 474 კგ. აჩვენა, რაც კიდევ ერთი რეკორდი გამოდგა. ამგვარად ის ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]
ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ იზეიმა [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩოგბურთი
წლის სპორტსმენი თუ არა, წლის ყველაზე დიდი პროგრესი ალბათ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰქონდა, რომელმაც საკუთარ თავს და მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებსაც აჯობა, ახლა კი მსოფლიოს 21-ე ჩოგანია. თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩოგბურთი მასშტაბურობით ერთ-ერთი წამყვანი სპორტია და კონკურენცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
ნიკას არასდროს ჰქონდა ATP-ს 500-ქულიანი ტურნირი მოგებული და წელს მან ეს ერთშაბად ორჯერ მოახერხა. პირველ წარმატებას ჰამბურგში ივლისში უწია, როდესაც მიყოლებით ფილიპ კოლშრაიბერი, პაბლო კუევასი, პაბლო კარენო ბუსტა, ნიკოლას იარი და ფინალში ლეონარდო მაიერი დაამარცხა. რის შედეგადაც პროპელერი (ჯილდო) მიიღო, რეიტინგში წინსვლა და საკმაოდ დიდ ფინანსური სარგებელი.
მარტინ დელ პოტროს ფინალში დამარცხება უფრო დიდი ამბავია თუ ჩინეთის ღია პირველობის მოგება ეს ცალკე საკითხია, თუმცა საქართველოს პირველმა ნომერმა ერთიც მაოხერხა და მეორეც. ჩინეთში პირველ წრეში ჯეკ სოკს სძლია, შემდეგ ფერნანდო ვერდასკო და მალეკ ჯაზირი იყო, ყველაზე რთული ბრძოლა ნახევარფინალში კაილ ედმუნდთან გამოუვიდა და ფინალში აწ უკვე ხსენებულ დელ პოტროს სძლია.
მან ამავდროულად ტურნირების უმრავლესობა ნაყოფიერად ჩაატარა, 59-ე ადგილიდან 21-ე პოზიციამდე გაწეული პროგრესი კი იოლი საქმე ნამდვილად არ არის... და რაც მთავარია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს რეკორდული მაჩვენებელია.
კარიერის რეკორდი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 21-ე ჩოგანია
სენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]
გურამ თუშიშვილი - ძიუდო
კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი წელს ძიუდოში გვყავდა, იმ ფონზე როცა ტედი რინერი უკვე მსოფლიოს პირველობასაც არ კადრულობს, ამ დროს საუკეთესო გურამ თუშიშვილი იყო.
აზერბაიჯანში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ქართველის ბენეფისი შედგა.
ბაქოში ჩატარებულ ხუთივე ბრძოლაში ის საკმაოდ დამაჯერებელი გახლდათ. პირველ ეტაპზე მან რუმინელი დანიელ მატეა იპონით დაამარცხა, ანალოგიური ბედი ეწია უკრაინელ იაკივ ხამოვსაც და ჰოლანდიელ რეი მეიერსაც. ნახევარფინალში მან მონღოლ დუურენბაიარ ულზიიბაიარს სძლია, ფინალში კი ქართულ ორთბრძოლაში უშანგი კოკაური დაამარცხა.
სულ 2018 წელს გურამ თუშიშვილმა სულ 8 ტურნირში მიიღო მოანწილეობა, აქედან ოთხი გუანჯოუს მასტერსი, მსოფლიოს ჩემპიონატი, ზაგრების გრანდ პრი და თბილისის გრანდ პრი მოიგო.
ძიუდოს რეიტინგი: გურამ თუშიშვილი ყველგან პირველია
გუანჯოუს მასტერსი. ფინალი: გურამ თუშიშვილი-რაფა სილვა [VIDEO]
პირველად კარიერაში - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]
გენო პეტრიაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა
პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონობით, რომ გვანებივრებს ეს არახალია! მან მიმდინარე წელს კვლავ მოახერხა ეს და თავის წონაში საუკეთესო იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ეს ქართველი სპორტსმენის მონაგარია.
მსოფლიო პირველობა უნგრეთში გაიმართა, მან მეტოქეები პირწმინდად დაამარცხა, მერვედფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტს სძლია, შემდეგ რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა, ნახევარფინალში ირანელი ხარვიზ ხოდავირდი და საბოლოოდ ფინალში ჩინელ ჟივეი დენგის სძლია.
ევროპის ჩემპიონატზეც ფინალს უწია, თუმცა იქ გამოცდილი თურქი სპორტსმენი ტაჰა აკგული შეხვდა, დაძაბულ ბრძოლაში კი მეტოქეს დარჩა ოქროს მედალი.
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]
ზაზა ნადირაძე - ნიჩბოსნობა
ასევე წარმატბული სეზონი ჰქონდა ზაზა ნადირაძეს, რომელიც ევროპაში საუკეთესო ნიჩბოსანი გახდა. სერბეთში ჩატარებულ ტურნირზე, 200 მეტრი 39.2 წამში დაფარა და მიმდინარე ჩემპიონატზე კონტინენტის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ზაზა ნადირაძეს მედლის მოპოვება პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატზეც შეეძლო, თუმცა არ გაუმართლა, ფინიშის ხაზთან წონასწორობა დაკარგა და კანოე ამოუბრუნდა, შედეგად მეოთხე ადგილი მოიპოვა.
იმის გათვალისწინებით რა მდგომარეობაა საქართველოში ნიჩბოსნობის მხრივ შეგვიძლია ზაზა ნადირაძეს ნამდვილი გმირი ვუწოდოთ.
ბოდიში, რომ გაწყენინეთ - ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავა
პ.ს. ლაშა ტალახაძე უპირობო ლიდერია