რაულ თუთარაულმა შერეულ ორთაბრძოლებში კუბელი მეტოქე მახრჩობელა ილეთით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაულ თუთარაულმა ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 70 კილოგრამში შერეულ ორთაბრძოლებში M1-ის ვერსიით კუბელი მეტოქე დაამარცხა.

რაულმა მეტოქეს პირველივე რაუნდში მახრჩობელა ილეთით მოუგო.

აღსანიშნავია, რომ რაულ თუთარაული საქართველოს საოკუპაციო ზოლთან მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს და სპორტსმენი გამარჯვებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უძღვნის.

რაულ თუთარაული შერეულ ორთაბრძოლასთან ერთად აღმოსავლურ საბრძოლო ხელოლოვნებაში კუდოში ასპარეზობს, სადაც 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც კუდოს მსოფლიო პირველობაზე მედალი დაისაკუთრა.

ჩინეთში გამართულ ტურნირზე კიდევ ერთმა
ქართველმა, ვაჟა წიპტაურმა იასპარეზა. ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელ რაფაელ დიასს სძლია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ბიჭია, მაგრამ ნიკა გვარამია (რ2) მაგასაც ძალიან ადვილად დაამარცხებს. ამ წონაში უძლეველია!
aburjga
18:00 29-06-2019
0

სიახლეები პოპულარული