ქართველები უმედლოდ ბრუნდებიან - ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა

AutoSharing Option
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა

სარაევოში და აღმოსავლეთ სარაევოში დასრულდა ევროპის ზამთრის მე-14 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობდა ევროპის 46 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე ასაკის 911 სპორტსმენი. მათ შორის იყო საქართველოდან წარგზავნილი 5 სამთო მოთხილამურე - ნოდარი კოზანაშვილი, გიორგი აბრამაშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, ნინო კურტანიძე, მაგატა ჯაფარიძე და ფიგურულად მოციგურავე ალინა ურუშაძე.

საქართველოს გუნდი ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე უმედლოდ დარჩა.

მულტისპორტულ ღონისძიებაზე მედლები მოიპოვეს 21 ქვეყნის წარმომადგენლებმა. მედლების ჩათვლაში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით პირველი ადგილი დაიკავა
ნორვეგიამ. მეორეზე გავიდა შვეიცარია (5-5-2), ხოლო მესამეზე -საფრანგეთი (4-3-4).
მომდევნო ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2021 წელს ფინეთის ქალაქ ვუოკატში გაიმართება.

წლეულს, 21-27 ივლისს ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაქო უმასპინძლებს.

altსაქართველო 6 სპორტსმენით - სარაევოში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა გაიხსნა [VIDEO]


მომზადებულია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის Facebook გვერდი მიხედვით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული