რომში ოლიმპიური ცეცხლი დაინთო

AutoSharing Option
რომში ვუოკატის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ცეცხლი დაინთო. საზეიმო ცერემონია ახალგაზრდული ფესტივალის დაწყებამდე ზუსტად ასი დღით ადრე შედგა ჩვენს წელთაღრიცხვამდე აგებულ მშვიდობის საკურთხეველში.

"ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მოწოდებულია მშვიდობიან ასპარეზობებში კონტინენტის ახალგაზრდების გასაერთიანებლად, მეგობრობის, ოლიმპიური ღირებულებების და ურთიერთპატივისცემის მხარდასაჭერად, - აცხადებს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, - მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ ფესტივალი იქნება ისტორიაში გენდერულად ყველაზე დაბალანსებული. ეს შესაძლებელი გახდა ფესტივალის პროგრამაში ქალთა ჰოკეის და სათხილამურო ორჭიდის ჩართვით.“

მშვიდობის ცეცხლი დაანთო ფინელმა სნოუბორდისტმა ვერა იმონენმა, რომელიც 2019
წელს სარაევოს ფესტივალში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ვუოკატის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის გამოცდილება აქვს. ფინეთის ამ ქალაქმა ზამთრის ფესტივალს 2001 წელს უმასპინძლა. საგულისხმოა, რომ ცერემონიაზე გამოიყენებენ იმავე ჩირაღდანს, რომელსაც 20 წლის წინ ვოუკატის ფესტივალზე იყენებდნენ.

ვუოკატის ევროპის ზამთრის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 14-დან 18 წლამდე 1800 სპორტსმენი. მათ შორის იქნებიან საქართველოს წარმომადგენლებიც. მედლები გათამაშდება სპორტის 9 სახეობაში - სამთო თხილამურობა, ბიატლონი, ბარის თხილამურობა, ფიგურული სრიალი, ჰოკეი (გოგონები და ბიჭები), შორტ ტრეკი, ტრამპლინიდან ხტომა, სათხილამურო ორჭიდი და სნოუბორდი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

altნოდარ ქუმარიტაშვილს 33 წელი შეუსრულდებოდა

altოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ხმლით ფარიკაობასა და დაშნაში

altIOC: შეჯიბრებებზე უნდა დაიშვას ყველა სპორტსმენი, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული