8-დან 10 მარტამდე გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ-კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს. პირველ დღეებში "კუდების" ფერდობზე ქალთა და ვაჟთა შორის ეტაპები გაიმართება. 10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 62 სპორტსმენი
ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა სნოუბორდ-კროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად დაშვებას გულისხმობს. დაბრკოლებებიანი ტრასის გავლას სნოუბორდისტები მინიმალურ დროში ცდილობენ და საკმაოდ დაძაბულ და ამავე დროს, აზარტულ სანახაობას ქმნიან.
საერთაშორისო შეჯიბრს საქართველომ გასულ წელს პირველად უკვე უმასპინძლა. ბაკურიანში სკი-კროსში ჩატარებულმა ტურნირმა უცხოელი სპორტსმენებისა და სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა.
შეჯიბრება ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მისი გენერალური სპონსორი კომპანია "სილქნეტისა" და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის ვებგვერდს: www.gsf.ge