ქართველის მომავალ მეტოქეს ოქტაგონზე 11 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 9 მოიგო.
რომან დოლიძე აქამდე უკრაინაში World Warriors Fighting Championship-ში გამოდიოდა, სადაც 6-დან 6 მოგება აქვს.
UFC-ში ქართველი მებრძოლის დებიუტი 20 აპრილს რუსეთში, ჰაჯიმურად ატინგულოვთან უნდა გამართულიყო, თუმცა სავიზო პრობლემების გამო ეს ორთაბრძოლა არ შედგა.
რომან დოლიძის და ვინისიუს მორეირას დაპირისპირება მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში გაიმართება.