პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

AutoSharing Option
10-12 მაისს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირმა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. პირველობა იუნიორთა შორისაც ჩატარდა.

10-11 მაისს მედლები ვაჟებმა და გოგონებმა, ასევე, იუნიორებმა გაითამაშეს, 12 მაისს კი შერეულ წყვილთა პირველობა გაიმართა. იუნიორებში მედალოსნები ერთი ეტაპის შედეგებით გამოვლინდნენ, უფროსებმა კი საკვალიფიკაციო და ფინალური ეტაპები განვლეს.

ნინო სალუქვაძე, რომელმაც ახლახან ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, ჩემპიონატში არ მონაწილეობდა.

საქართველოს ჩემპიონატი
10-12 მაისი. თბილისი, ნინო სალუქვაძის სახელობის ტირი
ვაჟები
1. ვლადიმერ მაიოროვი (ასკ) - 234.6 ქულა
2. აკაკი მოსულიშვილი (ტნს) -
229.8
3. ბესიკ სირაძე (ასკ) - 208.5
ვაჟები (იუნიორები)
1. დაჩი გოდუაძე (ასკ) - 353
2. ლაშა შავშიშვილი (ტნს) - 346
3. ლუკა ხუციშვილი (ტნს) – 346
გოგონები
1. ლიზი კილაძე (ქუთაისი) - 231.4
2. მარიამ ღვინიაშვილი (თბილისი) - 230.2
3. ნინო ხუციბერიძე (ქუთაისი) - 203.0
გოგონები (იუნიორები)
1. მარიამ მარშავა - 347
2. ვიქტორია ქებაძე - 347
3. მარიამ ომსარაშვილი - 343
შერეული წყვილი
1. ლიზი კილაძე (ქუთაისი) - ცოტნე მაჭავარიანი (თბილისი, ტნს) - 467
2. მარიამ მაღრაძე და ლევან ბოჭორიშვილი (ორივე თბილისი, ტნს) – 466
3. მარიამ ღვინიაშვილი და მიხეილ სანიკიძე (ორივე თბილისი, ტნს) - 465
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული