მაკგრეგორი ნურმაგომედოვზე: სწორედ ასე უნდა ისაუბრო პატარა ვირთხაზე

AutoSharing Option
UFC-ის ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა Pundit Arena-სთან საუბარში ნურმაგომედოვთან ბრძოლის შემდგომ მომხდარ არეულობაზე ისაუბრა. კავკასიელი მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ გისოსებს მიღმა გადახტა და ირლანდიელის ერთ-ერთ მწვრთნელს დაარტყა. ამის პარალელურად, ხაბიბის გუნდის წევრებმა ოქტაგონზე მყოფ მაკგრეგორს შეუტიეს. როგორც ნურმაგომედოვმა ახსნა, ამ ჩხუბის მიზეზი კონორის ბრძოლამდე ნათქვამი სიტყვები გახლდათ.

"ბრძოლა უკვე დამთავრებული იყო, ყველაფერს წერტილი ჰქონდა დასმული. ამ დროს ხაბიბი გისოსებზე აძვრა და ხალხში გადახტა. ის, უბრალოდ, ოქტაგონიდან ლაჩრულად გაიქცა. სწორედ ასე უნდა ისაუბრო პატარა ვირთხაზე.

პატივისცემით ვარ მის მიმართ განწყობილი,
ვულოცავ, იმ ბრძოლაში მან გიმარჯვა. მაგრამ ვნახოთ, რა იქნება შემდეგ ჯერზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შორის ბრძოლა ისევ გაიმართება. მე მოკრძალებული ვარ, როგორც გამარჯვების, ისე მარცხის შემთხვევაშიც. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი სპორტია და მას პატივს ვცემ, იმ საღამოს კი მე წავაგე.

დავინახე, რომ ხაბიბმა ქაოსი გამოიწვია და მუშტების ქნევა დაიწყო. როგორც კი ფეხზე წამოვდექი, მივხვდი, რაც მოხდებოდა და მაშინვე მისი ძმები გამოიქცნენ ჩემკენ. მე ერთ-ერთი მათგანი შევამჩნიე და ეს საშობაო საჩუქარივით იყო. ის ახლოს იდგა, თვალებს შორის დავარტყი და ჩხუბიც დაიწყო", - თქვა კონორ მაკგრეგორმა.

შეგახსენებთ, კონორსა და ხაბიბს შორის ბრძოლა 2018 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა და ნურმაგომედოვმა მახრჩობელა ილეთით შეძლო ირლანდიელის დამარცხება. ახლა სწორედ ის ატარებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოსაკლავია იმენა ეს წიწილი
Mkvleli
09:16 23-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული