სპორტული ნარდი. საქართველოს თასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია

AutoSharing Option
საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ცნობით, 25-26 მაისს გაიმართება საქართველოს ეროვნული თასის 2019 წლის გათამაშება. ტურნირი 25 მაისს ფედერაციის კლუბში 11 საათზე დაიწყება და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სიმბოლურად რუსთაველის გამზირზე, სპეციალურად მოწყობილ ადგილას, ფინალური ეტაპით დასრულდება.
გამარჯვებულებს გარდამავალი თასით სსნფ-ის პრეზიდენტი და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლები დააჯილდოებენ. 26 მაისსვე გაიმართება სამოყვარულო ტურნირი ქალთა შორის, სადაც 2019 წლის გამარჯვებული ქალბატონი გამოვლინდება.

საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში მონაწილეობა შესაძლებელია ყველა მსურველისთვის. გარანტირებული საპრიზო ფონდი 1500 ლარი იქნება.

ნარდის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია გაიარონ
საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციაში 25 მაისის 9 საათიდან 11 საათამდე, მისამართზე - ქუჩიშვილის ქ. 8 (სასტუმრო "პრიმავერა"). ასევე, რეგისტრაცია შესაძლებელია ტელეფონით, ნომერზე - 598 808 808 ან 598 808 807.
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
შალვა ერაძე
22:35 23-05-2019
0
nardi chemi stიiqiaa!!!!!!!!
mishka
15:35 23-05-2019
0

სიახლეები პოპულარული