ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასი გაიმართა.
ირმა ხეცურიანმა B კატეგორიაში კიდევ ერთი ჩემპიონობა და მე-16 ოქროს მედალი მოიპოვა.
წარმატებულად იასპარეზა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა - ნინა თიბილაშვილმა, რომელიც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
საქართველოს ნაკრები სან-პაულოში გამართულ ტურნირზე სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, გვანცა ზადიშვილი სამშობლოში უმედლოდ ბრუნდება.