თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ რუსი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონს უბრუნდება. მისი მეტოქე ამერიკელი დასტინ პურიე იქნება.
ორთაბრძოლა 7 სექტემბერს აბუ-დაბიში გაიმართება.
ორთაბრძოლა 7 სექტემბერს აბუ-დაბიში გაიმართება.
ნურმაგომედოვი ოქტაგონზე ბოლოს გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა, როცა 4 რაუნდში ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს სძლია და ნახევრად მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
ხაბიბი 27 გამართული ორთაბრძოლიდან ჯერ არცერთში დამარცხებულა.
რაც შეეხება პურიეს, 30 წლის მებრძოლმა აპრილში მაქს ჰოლოვეის სძლია და მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
"მსაჯებს არ ვეთანხმები, მაგრამ ჩემი პატივისცემა ორივე მებრძოლს. ვულოცავ დასტინს და სექტემბერში შევხვდებით" -
ასე გამოეხმაურა მაშინ ნურმაგომედოვი პურიეს გამარჯვებას.