"ამ შესანიშნავი ქვეყნის სადღეგრძელო დავლიე" - უკრაინის ნაკრების ყოფილი მოთამაშე საქართველოს ესტუმრა

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილი მოთამაშე არტემ მილევსკი საქართველოში იმყოფება - 34 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ახლა ბრესტის "დინამოს" ფეხბურთელია, საქართველოში ვიზიტის შესახებ Instagram-ზე დაწერა.

"ამ შესანიშნავი ქვეყნის სადღეგრძელო დავლიე. ყველას სასიამოვნო კვირას გისურვებთ" - ვკითხულობთ მილევსკის გვერდზე.

Sportall.Ge

უკრაინელი საქართველოში თემურ ფარცვანიასთან ერთად იმყოფება. ის ჯერ ბათუმს ესტუმრა, შემდეგ კი თბილისს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ხოხმა მაისური აცვია:)
გიოშა
14:16 30-07-2019
0

სიახლეები პოპულარული