კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილი მოთამაშე არტემ მილევსკი საქართველოში იმყოფება - 34 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ახლა ბრესტის "დინამოს" ფეხბურთელია, საქართველოში ვიზიტის შესახებ Instagram-ზე დაწერა.
"ამ შესანიშნავი ქვეყნის სადღეგრძელო დავლიე. ყველას სასიამოვნო კვირას გისურვებთ" - ვკითხულობთ მილევსკის გვერდზე.
"ამ შესანიშნავი ქვეყნის სადღეგრძელო დავლიე. ყველას სასიამოვნო კვირას გისურვებთ" - ვკითხულობთ მილევსკის გვერდზე.
უკრაინელი საქართველოში თემურ ფარცვანიასთან ერთად იმყოფება. ის ჯერ ბათუმს ესტუმრა, შემდეგ კი თბილისს.