ფოთის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ ტაეკვონდოს მწვრთნელებს, თითოეულს 4-ათასლარიანი გირაო შეუფარდა

AutoSharing Option
ფოთის საქალაქო სასამართლომ ტაეკვონდოს მწვრთნელებს: თეიმურაზ კვირაიას, იოსებ ოსიძეს და მამუკა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 4-4-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

„მიმაჩნია, რომ უფრო სამართლიანი იქნება გირაოს შეფარდება. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, არიან სპორტსმენები, ადრე არ არიან ნასამართლევნი. კარგად უნდა გაირკვეს, ვინ რა ჩაიდინა. ამ ეტაპზე არ იძლევა საშუალებას კანონი, რომ თქვენ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეთ დარბაზიდან. კიდევ უნდა გაირკვეს და დადგინდეს, ვინ რა ჩაიდინა. ჯერ ამის განჭვრეტა შეუძლებელია", - განაცხადა მოსამართლე თემურ სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, 16 ივნისს, ფოთში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი მოხ
და. ტაეკვონდოს მწვრთნელები და ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. მათ ბრალი დღეს დილით ოფიციალურად წარუდგინეს.

თეიმურაზ კვირაიას, იოსებ ოსიძეს და მამუკა გეგეშიძეს ბრალი სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ადვოკატების ინფორმაციით, აღნიშნული მუხლი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.

interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული