ნურმაგომედოვის მენეჯერი: მეივეზერი გვეხვეწება, რომ ბრძოლა გავმართოთ

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდილაზიზი ამბობს, რომ მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს კრივში, ფლოიდ მეივეზერს ძალიან უნდა დაღესტნელ მებრძოლთან ჩხუბის გამართვა.

ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის დამარცხების შემდეგ თქვა, რომ მეივეზერთან ბრძოლის გასამართად მზად იყო, თუმცა მხარეები მაინც ვერ შეთანხმდნენ.

"მე თქვენ ერთ რამეს გეტყვით - ფლოიდი ხაბიბთან ბრძოლას კვლავ იხვეწება. ის გვეხვეწება! როგორც ჩანს, ფლოიდს ფული გამოელია. გეუბნებით, გამუდმებით მიკავშირდებიან და მეივეზერისა და ხაბიბის ბრძოლაზე მეკითხებიან. თუმცა ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ამ მომენტში ჩვენ დასტინ პურიესთან ბრძოლაზე ვფიქრობთ, ის ნომერ
პირველი პრეტენდენტია.

ჩვენს დივიზიონში ბევრი მკვლელი არის. ასევე, თვალთახედვის არეში ჟორჟ სენ-პიერი გვყავს, ის შესაძლოა შემდეგი იყოს. ვფიქრობ, რომ ის ხაბიბს ტონი ფერგიუსონამდე შეხვდება", - გადმოსცემს აბდელაზიზის სიტყვებს tmz.

ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ის ჩემპიონია მსუბუქ წონაში. დაღესტნელ მებრძოლს ჯერ წაგება არ აქვს. მეორე ადგილზე დასტინ პურიე გახლავთ, პურიემ ბოლოს მაქს ჰოლოუეი დაამარცხა. რეიტინგში მესამე ტონი ფერგიუსონია, რომელმაც ბოლო ბრძოლა 2012 წელს წააგო.

altფლოიდ მეივეზერმა ტენსინ ნასუკავა 140 წამში დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული