ლევან შენგელიას ტრანსფერი ესპანეთში - 9 აგვისტოს დაიჯესტი

AutoSharing Option
1. ლევან შენგელიას სეგუნდა დივიზიონის კლუბში გადასვლა უფრო აქტუალური გახდა.

2. "საბურთალომ" ქართველი ცენტრალური მცველი დაიმატა.

3. ცნობილი გახდა მიზეზი, თუ რატომ დასაჯა თბილისის "დინამო" უეფამ.

4. საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა.

5. საქართველოს 19-წლამდე ფეხბრუთელთა ნაკრები ჩეხეთთან ორჯერ დამარცხდა.

6. კრივის სუპერმძმე წონით კატეგორიაში ცნობილი გახდა ენტონი ჯოშუასა და ენდი რუისის განმეორებითი ბრძოლის თარიღი და ადგილი.

7. ევროპული ფეხბურთი განახლდა - "ლივერპულმა" და "ლიონმა" ჩემპიონატებში მოიგეს, დორტმუნდის "ბორუსიამ" თასზე.

8. უეფამ მესის გოლი საუკეთესოდ აღიარა.

9. იაპონიამ ოლიმპიადის
რუკაზე კურილიის კუნძულები საკუთარ ტერიტორიაში შეიყვანა.

10. ხაჩანოვი, მედვედევი და ნადალი მონრეალის მასტერსის ნახევარფინალში გავიდნენ. იგივე შედეგს მიაღწია სერენა უილიამსმა ტორონტოს მასტრსზე.

11. თბილისში გივი კარტოზიასა და ვახტანგ ბალავაძის მემორიალის მე-3 დღეს საქართველოს წარმომადგენლებმა 7 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა გეჩქსრება,შე კაიდედმამიშვილო,მოიცადე ერთი ორი წელი,მომაგრდი,გამოცდილება მიიღე და მერე წადი,რა შენ ახლა ასაკში ხარ,თუ რა,მთელი ცხოვრება წინ გაქვს,უფრო უკეთეს კლუბში მოხვდები,თბილისის დინამო საზომად ვერ გამოდგება,ეს,რომ ასეა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
roma
10 აგვისტო 2019 19:36
0
ფული დეინახეს? აპა რას ელოდით?
კ ო მ ბ ლ ე
10 აგვისტო 2019 16:44
0
დინამო თავის თავს არ ღალატობს. ოდნავ გაგორება და დარტყმა ისწავლა? გასაყიდია)) მარა ფაქტი ისაა რომ იქაც ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტს, როგორც სხვა წასულებმა ვერ მოწყვიტეს და აქაც დააკლდება.
Geo_Dinamo
10 აგვისტო 2019 13:50
1
ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ კონტრაქტი დაუმთავრდა და აღარ ახანგრძლივებს და დინამომ რა ქნას? აი კონტრაქტი რო ქონოდა და გაეყიდათ მართალი იქნებოდი
ka
10 აგვისტო 2019 17:28
0
ამ ბიჭმა ფეხბურთი არ იცის იმ დონეზე რომ იქ ათამაშონ 1წელი მაქსიმუმ ისიც სკამზე და გამოუშვებენ აგერ ნახეთ თუ არა
ცოდნა
10 აგვისტო 2019 12:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული