ნარდის ლიგის მე-11 ტურის გამარჯვებული კახაბერ ნაჭყებია გახდა

AutoSharing Option
საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ნარდის კლუბში საქართველოს ნარდის ლიგის სარეიტინგო ტურნირების სერიის მე-11 ტური გაიმართა. ტურის გამარჯვებული კახაბერ ნაჭყებია გახდა, მე-2 ადგილი სოინგულ ამიროვს ერგო, ხოლო მე-3 და მე-4 ადგილებზე გია ფოჩხუა და ედიშერ თაკვარელია გავიდნენ.

ამრიგად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ნარდის ოსტატთა რეიტინგს კახაბერ ნაჭყებია უდგას სათავეში 151 ქულით. მე-2 ადგილზე ბაქარ მათიკაშვილია, რომელსაც 137 ქულა აქვს.

აქვე გაცნობებთ, რომ თბილისის ნარდის ფედერაციის ცნობით, 21-22 სექტემბერს ნარდში დედაქალაქის ჩემპიონატი გაიმართება. მსურველებს ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ უფასოდ, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი 2340
ლარს შეადგენს.

რეგისტრაცია დაწყებულია და ტურნირზე დარეგისტრირების ბოლო ვადა 21 სექტემბრის 11:00 საათამდეა. ტურნირი გაიმართება პროფესიონალთა, ქალთა და მოყვარულთა შორის.

მისამართი: თბილისის ნარდის ფედერაცია. თბილისი, ქუჩიშვილი ქ. 8, სასტუმრო "პრიმავერა".

მუშაობს ცხელი ხაზი: 598 808 807

მეტი ინფორმაციის მიღება კი ფედერაციის საიტიდანაა (www.geonardi.com) შესაძლებელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული