ამრიგად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს ნარდის ოსტატთა რეიტინგს კახაბერ ნაჭყებია უდგას სათავეში 151 ქულით. მე-2 ადგილზე ბაქარ მათიკაშვილია, რომელსაც 137 ქულა აქვს.
აქვე გაცნობებთ, რომ თბილისის ნარდის ფედერაციის ცნობით, 21-22 სექტემბერს ნარდში დედაქალაქის ჩემპიონატი გაიმართება. მსურველებს ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ უფასოდ, ხოლო გარანტირებული საპრიზო ფონდი 2340
რეგისტრაცია დაწყებულია და ტურნირზე დარეგისტრირების ბოლო ვადა 21 სექტემბრის 11:00 საათამდეა. ტურნირი გაიმართება პროფესიონალთა, ქალთა და მოყვარულთა შორის.
მისამართი: თბილისის ნარდის ფედერაცია. თბილისი, ქუჩიშვილი ქ. 8, სასტუმრო "პრიმავერა".
მუშაობს ცხელი ხაზი: 598 808 807
მეტი ინფორმაციის მიღება კი ფედერაციის საიტიდანაა (www.geonardi.com) შესაძლებელი.