"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პოლიციელის მკვლელის რეკომენდატორები ტოჩინოშინი, გეგა გეგეშიძე და სხვა სპორტში მოღვაწე ადამიანები იყვნენ. ინფორმაციას newposts.ge ავრცელებდა.

გამოცემის თქმით, ინფორმაციის წყარო ადვოკატი დავით ჯაფარიძე იყო.

დღეს კი დავით ჯაფარიძემ თავის სოციალურ ქსელში ამ ამბავს ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა. გთავაზობთ მის წერილებს: 

"გაზეთმა "ნიუპოსტმა" და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაციები. "ნიუპოსტისთვის" არასოდეს ინტერვიუ არ მიმიცია, ხოლო "რუსთავი 2"-მა კი ჩემი ინტერვიუ განზრახ
დაამახინჯა. კერძოდ:

1) ცილი დამწამეს, თითქოსდა მე ვთქვი, რომ ჭიდაობის და კრივის ფედერაციებმა მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როდესაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ლაშა ველიაძემ ვერ მიიღო სასურველი პასუხი თავის შეკვეთილ კითხვაზე - გიგი გეგეშიძეს თუ გადაეცით მასალები და დაუწერეთ განცხადება? დამისვა ზოგადი კითხვები. რა დროსაც მე ვუთხარი, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში რამაზ დევაძის შეწაყალების განცხადებით თავადაც მივმართე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. და მასალებს ვატანდი მოჭიდავეებსაც, მაგრამ მათი ვინაობა არ მახსოვს. და ეს იყო სამი წლის უკან;

რაც შეეხება კრივის ფედერაციას, იგი საერთოდ არ მიხსენებია. ასევე არ ვიცი, ვინ არიან ჭიდაობის და კრივის ფედერაციების ხელმძღვანელები.

სასამართლოში მომიწევს სარჩელების შეტანა. ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც."

"აი, თურმე ვინ არის დეზინფორმაციის მთავარი წყარო. რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო? ესენი ვერ არიან. "მთავარ არხზე" "2020 ნიუსზე" და "ნიუპოსტზე" საერთოდ არ მიმიცია ინტერვიუები.

არხები და გაზეთები დეზინფორმაციის დაწყებას ერთმანეთს აბრალებენ. სარჩელში ყველა მიეთითება მოპასუხედ და სასამართლოში არკვიონ."

altnewposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა


Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 8 /
იქ სადაც უბედურება დატრიალდა - შეიარაღებული პირი არასამუშაო საათებში (არა სამსახურებრივი მოვალების დროს) უკანონოდ შეიარაღებული ნახეთ არაერთხელ გამოქვეყნებულ ვიდეოწბში თუ არ ნახეთ?

თუ არ გინახავთ აწი ნახეთ და მერე იმსჯელეთ, და თუ ნახეთ რამე დასკვნა გააკეთეთ ამ ქმედების კანონიერებასა და მის სავალალო შედეგებზე?

"odala"-ს და "გლახუნას"
24 სექტემბერი 2019 17:29
9
გლახუნა მიშა არ დაგეკარგოს არსად.სამკურნალო რომ ხარ შენი ბელადივით ატყობ?
dato
24 სექტემბერი 2019 16:08
16
და მიშა რა შუაშია ახლა აქ- მენტალური პრობლემები გაქვთ ქოცებს , მენტალური და ამიტომ მოგიყვანათ კრემლის სპეც-სტრუქტურებმა ხელისუფლებაში- 2012 წელს - შედეგად - ვართ არსებულ ღატაკ, გაძარცვულ, უიმედო და უპერსპექტივო დღეში ქართველობა ,სადაც 150 000 ბავშვი ოფიციალურად შიმშილობს, 700 000 ქართველი გავიდა და პროცესი მხოლოდ შეუქცევადია,მაგრამ ეს გ ე ს მ ი თ ?!
გლახუნა
24 სექტემბერი 2019 21:48
8
კუზიანს სამარე გაასწორებსო ნათქვამია. გინდ მთავარი არხი დაირქვით და გინდ ვაშინგტონ პოსტი მაინც რუსთავი2 დარჩებით.თქვენ არ ხართ ჟურნალისტები.ჭორიკნები და პროვოკატორები ხართ. ნიუპოსტზე არც ვლაპარაკობ.ეგ არც ღირს იმად რომ მასზე კომენტარი გავაკეთო.გმადლობთ.იმედია არ დაბლოკავთ.ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს
dato
24 სექტემბერი 2019 11:28
30
აბა შენ ყოფილხარ?! რა შუაშია მთავარი და არამთავარი? მკვლელებს გარეთ რა უნდა???
მკვლელის შეწყალება?!!!!
:)
24 სექტემბერი 2019 15:55
10
დათო -,,სპორტსემენების რეკომენდაციები,, რომც იყოს- მერე რა ?! - ივანაშვილების ,,ტრიუკებია,, ( ,,მიყვარსო მე ტრიუკებიო,, ასე არ გითხრათ იმ შუშის კოლბაში დამალულმა ,,ქველმოქმედმა,,?!) ეს ყოველივე და მერე ოპონენტებზე რომ გადააქვთ იერიში -აბა როგორ მოვიდნენ 2012 წლიდან -დღემდე ?! -არა მაინც - პრეზიდენტი თურმე არ ეცნობა ,,რეკომენდაციებს,, ისე აწერს ხელს (?!!! ) და თქვენისთანებმა ,,იმედს,, უყურე ,,იმედს,, და მისთანა ,,ტვ,,-ებს- უწიგნურენის და ჯკუასუსტების ,,მედიის საშუალებებს,, - ვერ ხედავ-თ ,,ააშენებს,, ვაჭარ- მსტოვარ-ების- ქოცი-ანებმა საქართველო 7 ,,საუკეთესო,, წელია და ,,აღადგინეს,, ტერ-ული მთლიანობა, ან როგორ ,,შემართებით,, ,,იბრძვიან,, მისთვის, ხომ ?! უსაფრთხოება- ეკონომიკა ისე გააძლიერეს - გაამყარეს, რომ 700 000 ქართველი კი არა გავიდა - ,,დაბრუნდა,, და ,,ბრუნდება,, ... ბათუმი, მესტია, სიღნაღი, ანაკლია კიდევ უფრო ,,დაამშვენეს,, ეს კი არა - სხვა ქალაქების რეკონსტრუქციები ,,განახორციელეს,, და საქართველოს მუზეუმად ,,აქცევენ,, 100 ქარხანა კი არა - 177-ე ქარხანა ,,ააშენეს,, უკვე, სოფლის მეურნეობა ხომ ,,აღორძინეს,, და ,,ააღორძინეს,, და ა.შ. და ა.შ. არაა ?!
გლახუნა
24 სექტემბერი 2019 13:45
27
გამოაშკარავდება ვინ გაუწია რეკომენდაცია, მიუხედავად იმისა ეს ვითომ ადვოკატი რას ამბობს. მთავარი ის არ არის ამან რა თქვა. მთავარი ისაა, მართლა გაუწიეს თუ არა რეკომენდაცია ჩამოთვლილმა პირებმა და ინსტიტუციებმა.
odala
24 სექტემბერი 2019 11:23
10
და რატომ არის "ვითომ ადვოკატი"?
fsiuuu
24 სექტემბერი 2019 15:30
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული