"ჩაფხუტის დარტყმის შემდეგ გონება დავკარგე" - ყაზახი ფეხბურთელის ინტერვიუ

AutoSharing Option
28 სექტემბერს თბილისში, "შევარდენზე", საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების პირველი საერთაშორისო შეხვედრა შედგა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ოფიციალურ საერთაშორისო მატჩში ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა.

როგორც ყაზახური გამოცემები წერენ, ქართულმა მხარემ მეტოქის საქართველოში ჩამოსვლა 3000 დოლარით დააფინანსა.

შეხვედრა ყაზახთა გამარჯვებით, 21:12 დასრულდა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ჩხუბი ატყდა, რასაც რამდენიმე მოთამაშის დაზიანება მოჰყვა. ერთ-ერთი მოთამაშე კი სულაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეხვედრის შესახებ ახმეტ აბილჰამიტოვმა Sports.kz-სთან ისაუბრა.

- იწერება, რომ ქართველები ცუდად დაგხვდნენ...
- არა, ასე არ არის, ისინი კარგად შეგვხვდნენ და ჩვენს მოგზაურობას სპონსორობა
გაუწიეს. მატჩი იყო ძალიან ემოციური და საინტერესო. რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე პირებს, იმედია, დაისჯებიან და ეს არ იმოქმედებს ქართული ფედერაციის რეპუტაციაზე.

მატჩის დასრულებისას უფრო მეტი ემოცია ჭარბობდა. ამავდროულად, ხშირი იყო დავები.

- როგორც ვიდეოში ჩანს, თქვენ ჩაფხუტი დაგარტყეს. რამდენად მძიმე დარტყმა იყო ეს თქვენთვის?
- დარტყმა საგრძნობი იყო, მაგრამ აღჭურვილობა ამისთვის არის საჭირო. ჩაფხუტის დარტყმის შემდეგ თვალები დავხუჭე, წამიერად გონება დავკარგე. შემდეგაც იყო დარტყმები, თუმცა ეკიპირების წყალობით ვერაფერს ვგრძნობდი.

თანაგუნდელებმა ჩემი ცემის საშუალება არ მისცეს, ისინი კარგი ბიჭები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 17-ნი ვიყავით და მეტოქე 50 კაცზე მეტი, მათაც ბევრი მიიღეს ჩვენგან.

ეს ყველაფერი მოედანზევე დასრულდა, დამნაშავეები დაისაჯნენ და მეტოქემ ბოდიში მოიხადა. შეხვედრის შემდეგ რესტორანში ვიყავით, საჩუქრები გავცვალეთ და ყველას დაავიწყდა მომხდარი ამბავი.

საპასუხო მატჩს ვგეგმავთ, სადაც გვინდა, რომ ქართველებს ყაზახური სტუმართმოყვარეობა ვაჩვენოთ.

P.S. ვიდეოში ჩანს ჩაფხუტის დარტყმის მომენტი, როდესაც ქართველთაგან 80 ნომერი მეტოქეს დაზიანებას აყენებს.


მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგრა არაკაცურად გამოუვიდა. ჩხუბში უკნიდან შემოპარვა და უკნიდან ჩარტყმა, კაცს არ ამშვენებს!
1
ეს თუ სპორტია, ღორული თამაში, საღორეში მოგონილს გავს.
დათო
16:19 01-10-2019
5

სიახლეები პოპულარული