რუსული გამოცემა sport24-ის ინფორმაციით, სომეხმა მებრძოლმა ვართან ასატრიანმა სოჭის ერთ-ერთ კაზინოში 200 000 დოლარი წააგო. არადა, ხვალ, 19 ოქტომბერს, Fight Nights-ის ფარგლებში ბრძოლა აქვს გასამართი.
აღნიშნული ინფორმაცია კაზინოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა სპორტულ გამოცემას. Fight Nights-ის პრეზიდენტმა კამილ გაჯიევმა აღნიშნულ შემთხვევაზე კომენტარი გააკეთა.
"მეც ჭორად გავიგე ეს ამბავი, თუმცა ვართანისგან მსგავსი რამ არ გამიკვირდება. უბრალოდ, ერთი რამ არ მესმის: როცა ამდენი ფული აქვს, MMA-ში საერთოდ რატომ გამოდის".
ხვალ, 19 ოქტომბერს, ვართან ასატრიანი Fight Nights Global 95 საღამოს ფარგლებში ბრაზილიელ რამისონ ბრუნოს შეხვდება.
ფაქტია, ამ ბრძოლის მოგების შემთხვევაშიც კი 200 000 დოლარს ნამდვილად ვერ მიიღებს.