UFC-ის მოქმედი ჩემპიონი მსუბუქ წონაში ჰაბიბ ნურმაგომედოვი ქამრის დაცვის ბრძოლას ამერიკელ ტონი ფერგიუსონთან გამართავს.
რუსი მებრძოლის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა განაცხადა, რომ შეხვედრა 2020 წლის 18 აპრილს ბრუკლინში გაიმართება.
"ჩემპიონმა ტონი ფერგიუსონთან შეხვედრის კონტრაქტზე მოაწერა ხელი. ეს ადამიანი დიდი ხანი ითხოვდა და 18 აპრილს ამას მიიღებს, როცა "არწივი" კვლავ ჩამოვა ბრუკლინში. ეს ყველაფერი ფანებისთვის კეთდება", - დაწერა ალიმ "ინსტაგრამში".